|
2017-12-11 15:23:57, 2292 ნახვა
მსოფლიო
ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, რომელთან კავშირსაც პროკურატურა სააკაშვილს ედავება, პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, რომელთან კავშირსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება, ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ცილისწამების გამო, სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბიზნესმენმა პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს შეიტანა. 2 დეკემბერს კი, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის განხილვა 2018 წლის 4 აპრილს გაიმართება. "ოდესის ოლქში 2016 წლის 7 ოქტომბერს ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კურჩენკო არის ბოროტმოქმედი. მას არ აქვს უფლება ბოროტმოქმედი მიწოდოს, სანამ ამას სასამართლო არ დაამტკიცებს", - აცხადებეს ბიზნესმენი. ამასთან, ოლიგარქმა სარჩელი უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს წინააღმდეგაც შეიტანა. ცნობისთვის, ბიზნესმენი უარყოფს სააკაშვილთან კავშირს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ იცნობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)