12:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 17:32:29, 2239 ნახვა

სამართალი
შსს ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "112"-დან 14:44 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსმე ხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე​ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა)“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics