18:43 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 13:50:52, 574 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეთა სასწავლო კურსის მსენელთა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის მსენელთა სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, უმაღლესი სკოლის 18 წარმატებულ მსენელს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება თბილისის საქალაქო  სასამართლოში გააგრძელონ.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა სასამართლოს მოხელეთა სწავლება. დღეს ჩვენ სერტიფიკატებს გადავცემთ 18 წარმატებულს მსენელს, რომლებმაც გაიარეს სასამართლოს მოხელის  ორ  თვიანი სპეციალური  სასწავლო კურსი. თავის მხრივ ორიენტირებული იყო, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებაზე. 18 წარმატებული მსმენელს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მათ შესაძლებლობას შემდგომ დასაქმებას სასამართლო სისტემაში. იუსტიციის უმაღლესი სკოლა კიდევ ერთხელ გამოაცხადებს საბუთების მიღებას სპეციალურ სასწავლო კურსზე სწავლების მსურველთათვის“,-განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მსენელებმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე  ორი თვის განმავლობაში ისწავლეს. სწავლება მოიცავდა, როგორც  ინტენსიურ თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მსენელებმა სასწავლო კურსის ბოლოს, პრაქტიკის განზოგადების მიზნით იმიტირებული სასამართლო პროცესები გამართეს თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებში.

სერთიფიკატები გადაეცა იმ 18 მსენელს, რომლებმაც სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის დამამთავრებელი  გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ასევე მათ დამატებით მიეცემათ საშუალება პროფესიული სტაჟირება გაიარონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ, სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო  კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებო მსენელებს შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.

მსენელებს სერთიფიკატები იუსტიციის უმაღლესი სკოლის  დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics