|
2017-12-08 19:27:42, 2153 ნახვა
მსოფლიო
ტილერსონი: აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იერუსალიმის საბოლოო სტატუსს არ განსაზღვრავს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, იერუსალიმის საბოლოო სტატუსი პალესტინა-ისრაელის მიერ იქნება გადაწყვეტილი, - ამის შესახებ ტილერსონმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება, ასევე დირექტივა, რომელიც მან სახელმწიფო დეპარტამენტს მისცა, საელჩოს თელ-ავივიდან გადატანის შესახებ, იერუსალიმის საბოლოო სტატუსს არ განსაზღვრავს. ვთვლი, რომ საკმაოდ კონკრეტულად აღნიშნა, რომ იერუსალიმის საბოლოო სტატუსი, ასევე საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა - ეს საკითხებია, რომლებიც ორი მხარის მიერ დიალოგის დროს მოგვარდება", - განაცხადა ტილერსონმა. შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შემდეგ პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)