14:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 14:36:16, 989 ნახვა

რეგიონი
კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო

უამინდობის გამო, 9 დეკემბერს კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე ოფიციალურად გახსნის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად კურორტის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყობა სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics