|
2017-12-07 15:13:10, 2343 ნახვა
მსოფლიო
65-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთში ჩავა
65-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთს ეწევევა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. რეჯეპ ტაიფ ერდოღანის უსაფრთხოებას მისი პირადი დაცვის 200 წევრთან ერთად, საბერძნეთის პოლიციის ასევე 2 800-მდე ოფიცერი უზრუნველყოფს. თურქეთსა და საბერძნეთს მრავალმხრივ დაძაბული ურთიერთობები აქვთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1974 წელს თურქეთის ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირების საკითხია. ასევე, მეზობელ ქვეყნებს შორის სადავოა ეგეოსის ზღვაში დაუსახლებელი კუნძული და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2011 წელს აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის რესურსი. უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი 2016 წლის ივლისში თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, საბერძნეთში გაქცეული სამხედრო პირების ექსტრადირებაა. საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ, თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, დაკავებულთა ექსტრადირებაზე უარი განუცხადა, ამ ფაქტმა ათენსა და ანკარას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)