|
2017-12-06 14:02:34, 1003 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და კურორტ „გოდერძი’-ს განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ასევე, გააცნეს მომსახურების ძირითადი წესები, სტანდარტები, ტურისტების ტიპები, მახასიათებლები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ჰიგიენური ნორმები და საოჯახო სახლების დასუფთავება-დალაგების სტანდარტების სპეციფიკა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები გამოვიდა. „კურორტზე არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების პერსონალი აქტიურად ჩაერთო სწავლების პროცესში. ისინი მოტივირებულები არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, რაც ტურისტებისთვის კურორტზე დასვენებას უფრო კომფორტულს გახდის. შემდეგი წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში უფრო ინტენსიურ ტრენინგებს გეგმავს აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“,- აღნიშნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. (NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)