|
2017-12-06 12:52:26, 2221 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ლუცენკოს გენპროკურორად არ ვთვლი, მზად ვარ, გამომძიებელი კარავში მივიღო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება. „გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სტატუსზე. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს, ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცენკო გაუნათლებელია. იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპროკურორი, არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე, ამიტომ მინდა განვაცხადო, მე მას არ ვთვლი გენპროკურორად, არ აქვს არც ღირსება. მზად ვარ, აქ კარავში მივიღო გამომძიებელი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ძებნა 3 მუხლით გამოაცხადა. კერძოდ, სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულის მცდელობა, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)