|
2017-12-06 10:19:04, 2042 ნახვა
მსოფლიო
საერთაშორისო მედია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ წერს
კიევში საქართვველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინის ცენტრში განვითარებული მოვლენების შესახებ უცხოური მედია წერს. “კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს” - ამ სათაურით მასალა BBC-მ გამოაქვეყნა. ბრიტანული მედია საშუალება კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და ყურადღებას ამახვილებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოში კი, მას პატიმრობა ემუქრება. ბრიტანული გამოცემა The Guardian სააკაშვილის დაკავებაზე სტატიას სათაურით “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დააკავეს” აქვეყნებს. The Guardian ყურადღებას სააკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაძაბულ ურთიერთობაზე ამახვილებს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა პოროშენკოს პრორუს პრეზიდენტად მოიხსენიებს. კიევში განვითარებულ მოვლენებს ასევე სააგენტო Reuters აშუქებს. სტატიაში, სათაურით “ქაოტური სცენა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში დააკავეს” ნათქვმია, რომ მხარდამჭერებმა სამართალდამცავების მანქანის გარშემო ბარიკადები ააგეს. კიევში განვითარებულ მოვლენებს Financial Times აღწერს. სტატიაში, სათაურით “უკრაინულმა პოლიციამ მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი “სახურავის დრამაში დააკავა”, გამოცემა წერს, რომ უკრაინის პოლიციამ სააკაშვილს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. Financial Times ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი ძალადობრივად გამოაძევეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)