|
2017-12-05 17:18:34, 2041 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი ძალოვან უწყებებს: არ გაბედოთ და თითი არ დააკაროთ ხალხს! გვერდში დაგვიდექით
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მხარდამჭერებთან ერტად, უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციას მართავს, ძალოვან უწყებებს მიმართა. სააკაშვილმა მათ მოუწოდა, მოსახლეობაზე ხელი არ აღმართონ და აქციას შეუერთდნენ: "არ გაბედოთ და თითი არ დააკაროთ ხალხს! ნუთუ თქვენ არ ხართ პატრიოტები?! ვიცი, რომ ხართ, ამიტომ გვერდში დაგვიდექით. იცოდეთ, რომ აქედან უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვებული წავალ. ვიცი, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ხალხი უკვე დაიძრა. ახლა 150 ათასი ადამიანი ვართ, მაგრამ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ამ დროისთვის სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)