|
2017-12-05 17:08:06, 2142 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი მხარდამჭერებს: დღეს გადამარჩინეთ, ამიტომ ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმაღლეს რადასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს. რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და მოსახლეობა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს. "უკრაინას გაუმარჯოს. ისინი შეცდნენ, როდესაც ეგონათ, რომ პოროშენკო უკრაინაში პუტინის როლს შეასრულებდა, რადგან უკრაინელი ხალხი ძლიერი და სამართლიანია. მოსახლეობა მათ ამის საშუალებას არ მისცემს. კვირას ჩვენ გავმართეთ ყველაზე მასშტაბური მარში უკრაინის ისტორიაში 2013 წლიდან. ამის გამო, მათ დააკავეს ათობით აქტივისტი, რადგან შეეშინდათ. უნდა დასრულდეს კორუფცია და განუკითხაობა უკრაინაში. მოგიწოდებთ დღეს ყველა გამოხვიდეთ გარეთ. დღეს თქვენ გამომიყვანეთ და სიცოცხლე გადამირჩინეთ. ამიტომ, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მე ვიბრძლებ თქვენთვის", - მიმართა სააკაშვილმა მოსახლეობას. მისივე თქმით, მას უკრაინაში თანამდებობის დაკავება არ სურს. "არაფერი მჭირდება. არ მჭირდება თანამდებობები, ჩვენ უბრალოდ დავიღალეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ დავიღალეთ და ყელში ამოგვივიდა ეს განუკითხაობა. სამსახურების მერე გამოდით გარეთ. მოედანი სავსეა, მაგრამ მოდით", - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა. აღსანიშნავია, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სააკაშვილს უკრაინის ტრადიციული პერანგი გადასცა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)