|
2017-12-05 14:15:19, 2188 ნახვა
მსოფლიო
ადვოკატი: სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა
ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა, - ამის შესახებ Strana იუწყება. " როდესაც მას დაკავების ორდერს უკითხავდნენ, სააკაშვილმა წყალი მოითხოვა და აბაზანაში გავიდა. ამ დროს სპეცრაზმმა მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ რადიო მიმღებში გაისმა ხმა - გამოიყვანეთ მიხო", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)