10:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 21:20:30, 2450 ნახვა

სამართალი
პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეცნობიან

საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგით  გათვალისწინებულია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა.

სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს  დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური აწვდის. 

შეხვედრას ასევე ესწრებიან  უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

ნდობის ჯგუფის წევრების მთავარი შეკითხვაა-რა მიზნით იმყოფებოდა ახმედ ჩატაევი საქართველოში და რა საფრთხეს გადაურჩა ქვეყანა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. მათივე ცნობით, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო თავად ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, სუს-ის განმარტებით, დგინდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics