|
2017-12-01 18:30:40, 2112 ნახვა
კომენტარი
სოფრომაძე: ექიმებმა გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურება შეძლეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა. სოფრომაძის თქმით, მოზარდს რამდენიმე მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. „შეიძლება ითქვას, ერთი სასწაული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა უკვე მოახდინეს. გაჩერებული გულის პირობებში შეძლეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. ჭრილობების ხასიათიდან გამომდინარე მულტიპროფილური გუნდი მუშაობს, რამდენიმე პროფილის ქირურგი ერთდროულად. ამჟამად მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, თუმცა იმედებს ექიმები არ კარგავენ“,-განაცხადა სოფრომაძემ. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)