|
2017-11-30 12:40:56, 1682 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამა 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. როგორც სერგეენკომ განმარტა, მნიშვნელოვანია აღნიშნული დაავადების დროული დეტექცია. „ეს პროექტი საყოველთაო შეფასებით იქნა აღიარებული მსოფლიოში ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად. მას მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს, 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ეს კურსი, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა. თუმცა არის გამოწვევები და ეს გამოწვევები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი წინადადადებით, რომ აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას. ახლა, დარჩენილი 110 000 ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ იცის ამ დაავადების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული დეტექცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უკვე სკრინინგული კვლევები უფასოდ“, - განაცხადა სერგეენკომ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)