|
2017-11-29 13:45:56, 1725 ნახვა
კომენტარი
მელია: ვითარება საგანგაშოა, სუს-ი უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს. როგორც მელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. "ის რაც თბილისში მოხდა 10 დღის წინ არის უმძიმესი. ამას აქვს 2 ახსნა: ან მოხდა საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების შემოპარვა ქვეყანაში და მერე მათ მოახერხეს განლაგება თბილისის ცენტრში, ან არის მეორე ახსნა, რომ სახელმწიფო დონეზე რაღაცა ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი მიზნების შესასრულებლად. მერე მოხდა ამ შეთანხმების დარღვევა და ამის მიღმა მოხდა ის რაც ვიხილეთ. პირველი პრაქტიკულად არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ჩვენ ვიცით, რომ ხორციელდებოდა მათი თვალთვალი და მეტიც ნებისმიერი დეპუტატი, რომ მივიდეს ისანში და გაესაუბრება მაცხოვრებლებს, ყველა ერთხმად საუბრობს, რომ თვეების განმავლობაში ხორციელებოდა თვალთვალი სუს-ის მიერ. ამაზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოპარულნი. სუს-ის სისტემა არის მოშლილი. დასადგენია ამ ადამიანების მოტივი, ვინ შეუწყო ხელი, რომ ისინი ყოფილიყვნენ თვეების განმავლობაში. ხელის გულზე დევს რეალობა, რომ სუს-ი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ვითარება საგანგაშოა და საჭიროა პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნა. შეიქმნას საგამოძიებო კომსსია და მოხდეს განხილვა", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)