|
2017-11-24 16:20:42, 1906 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ოპოზიციის ბრალია, რომ შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე კონსესუსი არ შედგა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე საერთო კონსესუსის ვერ მიღწევას, ოპოზიციას აბრალებს. თუმცა, თალაკვაძის თქმით, ზოგადად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა აუცილებლად მოხდება: „კონსესუსი არ ნიშნავს ღირებულებების დათმობას, არ ნიშნავს, უარი ვთქვათ იმ პრივილეგიებზე, უპირატესობებზე, რომელიც ახალ კონსტიტუციაში შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის გვქონოდა. შევძელით კომპრომისები გაგვეკეთებინა იმ საკითხებზე, რომელიც ვთვლიდით, რომ ღირებულებების შესუსტებას, დათმობას არ ემსახურებოდა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. საბოლოო ჯამში, ობიექტურად უნდა ითქვას. სადავო აღარ დარჩა კონსტიტუციის ტექსტი, აღარ დარჩა პრინციპები და ცვლილებები, რომელიც ამ კონსტიტუციამ შემოიტანა, ერთადერთი სადავო საკითხი, რაც დარჩა ბოლოს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს, დარჩა კამათის მხარეებს განსახილველი, ეს არის ვადები, ეს არის დრო, თუ როდის ჩაირთვება პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ამ დროზეც ჩვენ გვაქვს პასუხი. ზუსტად იმ პოლიტიკური ჯგუფების (საკუთარი ვიწრო გადაწყვეტილებებით, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 2012 წლის შემდეგ პარლამენტში მიღებული, თუ დაბლოკილი გადაწყვეტილებებით) პასუხისმგებლობაა ეს გადავადება. სწორედ მათი ბრალია, რომ შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ დღეს ვერ მოხერხდა საერთო კონსესუსის მიღწევა, მაგრამ მნიშვნელოვანია თავად გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ სისტემაზე აუცილებლად მოხდება გადასვლა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)