03:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 12:33:20, 2795 ნახვა

სამართალი
სუს-ი სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირის დაკავებას ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ერთი პირის დაკავებას ადასტურებს.

ამის შესახებ სუსი-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა სპეციალურ  ბრიფინგზე განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები  არ არიან საქართველოს მოქალაქეები და  არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და  ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის  ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის  სრული  იდენტიფიკაცია.  მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის  სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებას, მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად   მიაწვდის.

მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია უკვე მეჩვიდმეტე საათია გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics