|
2017-11-21 17:01:54, 2634 ნახვა
მსოფლიო
უკრაინიდან ბელარუსი დიპლომატი გააძევეს
ბელარუსის საელჩოს პირველი მდივანი უკრაინიდან გააძევეს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, დიპლომატმა უკრაინა უკვე დატოვა. მისი სახელი და გვარი უცნობია. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მინსკში, იგორ სკვარცოვი, ბელარუსში პერსონა ნონ გრატად გამოცხადეს. მიზეზი "უკრაინული რადიოს" კორესპონდენტის, პაველ შაროიკოს დაკავება გახდა, რომელსაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სკვარცოვი და შაროიკო უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები არიან. მათივე მტკიცებით, შაროიკომ აგენტური ქსელი შექმნა, რომელიც "სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ინფორმაციის დაგროვების ხასიათს ატარებდა", ხოლო სკვარცოვი ამ სამსახურს კურირებდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)