|
2017-11-18 17:28:11, 7105 ნახვა
Lifestyle
ჰომოფობმა პოლიტიკოსმა, მას შემდეგ, რაც კაბინეტში გეი სექსის დროს შეუსწრეს, თანამდებობა დატოვა
ოჰაიოს შტატის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს უეს გუდმანს (Wes Goodman) თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც საკუთარ კაბინეტში მამაკაცთან სექსის დროს შეუსწრეს. "ტრადიციული ოჯახის" და "ქრისტიანული ღირებულებების" მომხრე პოლიტიკოსი ლგბტ თემის კრიტიკითა და ერთსა და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების წინააღმდეგ გამოსვლებით იყო ცნობილი. რა რეაქცია ჰქონდათ მის ამომრჩევლებს მას მერე, რაც გუდმანის შესახებ ცნობილი გახდა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ნათელია: ის არც პირველი და არც ბოლო ჰომოფობი პოლიტიკოსია , რომელიც საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციას ასეთი ხერხით მალავს. ემუქრება თუ არა პოლიტიკოსს პარტიიდან გარიცხვა უცნობია, მაგრამ თუ იმ ვითარებას გავითვალისწინებთ, რომ გუდმანს ცოლი ჰყავს, სავარაუდოდ მას პარტიიდან ღალატის გამო გარიცხავენ. ოჰაიოს შტატის სპიკერის კლიფ როზენბერგერის (Cliff Rosenberger) თქმით, გუდმანი "სამსახურში არასათანადო ქცევის გამო თანამდებობას ტოვებს". პოლიტიკოსის წინააღმდეგ არანაირი ბრალდებები არ არსებობს, რადგანაც "სექსი ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთშეთანხმების შემდეგ მოხდა" - წერენ ამერიკული ტაბლოიდები.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)