|
2017-11-17 18:55:40, 2148 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნანუაშვილი როგორც ჩანს, პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენი აღარ იქნება
„როგორც ჩანს უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც აღარ იმუშავებს სახალხო დამცველის პოსტზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ აღარ მინდა გავაღრმავო ეს დისკუსია. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს, ამის დემონსტრირებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდა სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ის ბოლო 1 წლის განმავლობაში გადასული იყო პოლიტიკურ აქტივობაზე. როგორც ჩანს, ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იმუშავებს სახალხო დამცველის პოსტზე”, -აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან ომბუდსმენის მიმართ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თეა წულუკიანს შეფასების გაკეთების უფლება აქვს. „იუსტიციის მინისტრს აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. მე მოვისმინე მისი მხრიდან შეფასება. ის საუბრობდა იმაზე, რომ ეს სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ეს არის მისი შეფასება. ამის მორალური უფლება აქვს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)