|
2017-11-17 11:31:13, 1705 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტზე აუცილებლად აისახება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით თანხების გადათვლა მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტზე აუცილებლად აისახება, თუმცა მისივე თქმით, „თუ რა თანხა დაიზოგება, ამის თქმა დღეს ძნელია“. „სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარებს თანხების გადათვლა, თუ რა თანხა დაიზოგება, ამის თქმა დღეს არის ძნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეფექტური მართვა და შესაბამისად შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ამოცანა ერთის მხრივ არ არის ადამიანების გაშვება უბრალოდ სამსახურებიდან, თუმცა ამოცანა არის ის, რომ ყველა სამინისტროებიდან იყოს შენარჩუნებული, რომ კადრებს ჰქონდეს შესაბამისი დამსახურების მიხედვით ანაზღაურება და ქვეყანამ მიიღოს ის პროდუქტი, რომელი პროდუქტიც საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიღოთ. ამიტომ სანამ მინისტრები არ გააერთიანებენ ამ სამინისტროებს, სანამ ისინი რეალურად არ დაინახავენ შესაძლებლობებს იმ სინერგიას, რომელიც რა თქმა უნდა გაერთიანების წინ ძალიან მკაფიოდ ჩანს და ჩანდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული რიცხვების და ციფრების თქმა. იმიტომ რომ არ ღირს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში აუცილებლად აისახება რა თქმა უნდა სახელმწიფო ბიუჯეტზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)