21:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 12:43:31, 1869 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, გამოფენა „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ გაიმართება

საქართველოში საბერძნეთის საელჩო, საქართველოსთან დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 17 ნოემბერს 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლებს ფოტოგამოფენის „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ ოფიციალურ გახსნას. ღონისძიების გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკია“.

აღნიშნული გამოფენა, პირველად 2006 წლის ზაფხულში, ათენის ბენაკის მუზეუმში გაიმართა. მას შემდეგ, მოიარა მთელი მსოფლიო და ახლა პირველად წარსდგება ქართველი დამთვალიერებლის წინაშე. გამოფენა შედგება კოსტას ბალაფასის მიერ 1969-2001 წლებში ათონის მთაზე გადაღებული 50 რჩეული ფოტოსაგან.

კოსტას ბალაფასი ბერძნული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი დიდოსტატია. იგი ასევე წარმოადგენდა ომისშემდგომი პერიოდის ჰუმანისტური ფოტოგრაფიის წინამძღოლს. მისი ფოტოები წარმოადგენენ ბერძნული ისტორიისა და საზოგადოების ამსახველ უნიკალურ ძეგლებს, რომლებშიც ძირითადად აღბეჭდილია ჩვეულებრივი ბერძნების ყოველდღიური ცხოვრება და მათი თანმდევი რუტინა.

გამოფენა „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 27 ნოემბრამდე გასტანს.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics