12:47 - 18 Aug, 2026
|
2017-11-15 18:52:09, 1104 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 წლის ბავშვი დაიღუპა
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)