|
2017-11-15 10:27:40, 1653 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთხმად აღიარეს, რომ მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა
„დარწმუნებული ვარ, ეს სამეცნიერო მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ჩვენ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერებისა და მკვლევარების დასკვნას ქართული ღვინის შესახებ. პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მუშაობდა. „დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ - აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია, ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ფაქტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)