|
2017-11-14 17:41:38, 2070 ნახვა
კომენტარი
სოსო არჩვაძე: თუ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, ეს ასეც მოხდება
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციას საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს, ტურისტების შემცირებასა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდას უკავშირებს. როგორც არჩვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ლარის სიმყარე ფუნდამენტურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, საზოგადოების წევრთა განწყობაზეცაა დამოკიდებული. არჩვაძის შეფასებით, თუ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს ნეგატიური მოლოდინი, რომ ლარის კურსი გაუარესდება, ეს ასეც მოხდება: „ერთი იგავის ტოლფასი ხუმრობაა, ამბობენ, რომ იმ თვითმფრინავს ემართება კატასტროფა, რომლის მგზავრთა შორის პესიმისტების რაოდენობა კრიტიკულ მასებს აჭარბებს. გარკვეულწილად, ლარის სიმყარე არა მარტო ფუნდამენტურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დაფუძნებული, არამედ საზოგადოების წევრთა განწყობაზეც. არის ასეთი ანდაზა-შეძახილმა ხე გაახმოო. თუ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება კურსისადმი და მოლოდინი, რომ ის გაუარესდება, ის აუცილებლად გაუარესდება. ამიტომ, გარკვეულწილად საზოგადოების წევრთა ნდობისა და ლარისადმი დამოკიდებულების ლატენტური გამოხატულებაა ლარის კურსი. თუ მეტი ნდობა იქნებოდა ლარის მიმართ, კურსი ნაკლებად გაუფასურდება. რა თქმა უნდა, ლარის კურსზე მოქმედებს სეზონური ფაქტორებიც და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯვითი სტატია არის ნავთობპროდუქტები და ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება მსოფლიო ბაზარზე. საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორია, თვეში საშუალოდ დაახლოებით 120-130 00 ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი გვჭირდება. მისი ფასის გაზრდა მოითხოვს მეტი რაოდენობით ვალუტის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,-აღნიშნა სოსო არჩვაძემ. ცნობისთვის, ლარმა ევროსთან მიმართებაში გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)