|
2017-11-14 11:11:06, 1787 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი აზიურ ფაროსანაზე: ამ მავნებელსაც ისევე დავამარცხებთ, როგორც წლების წინ სხვა გამოწვევები დაგვიმარცხებია
„მავნებელი არის მიძინებული და ზამთრის პერიოდში მასთან ბრძოლა აქტიურად ვერ გატარდება“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, ზამთრის პერიოდში ფაროსანასთან საბრძოლველად მთელი რიგი ღონისძიებები მზადდება. „მავნებელი ახლა არის მიძინებული. შესაბამისად მასთან ბრძოლა ზამთრის პერიოდში აქტიურად ვერ გატარდება. ეს არის ყველაზე მეტად დაკავებული პერიოდი, იმიტომ რომ მთელი რიგი ღონისძიებების მომზადება ამ პერიოდში როგორც ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერება არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ტექნიკური დახმარების პროექტი დავიწყეთ ჩვენი სამსახურის გასაძლიერებლად. ვფიქრობთ რომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ვატარებთ და საბიუჯეტო თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ ღონისძიების ჩასატარებლად, საშუალებას მოგვცემს ეს გამოწვევა სწორად ვმართოთ . ამ ახალ გამოწვევას ისევე დავამარცხებთ როგორც წლების წინ სხვა გამოწვევები დაგვიმარცხებია“,-განაცხადა დავითაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)