|
2015-01-16 10:55:54, 3950 ნახვა
ეკონომიკა
თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა
თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა - EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად დაასრულა. განხორციელებულ ღონისძიებებზე დღეს სახელმწიფო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ღონისძიების ძირითადი ნაწილი საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართება, გახსნის ცერემონიას კი რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი გახსნიან. „ეს იქნება უპრეცენდენტო ღონისძიება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან საქართველოს ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. თბილისი შეირჩა იმისთვის, რომ საქართველო გაგვეცნო ჩვენი აქციონრებისთვის, გვეჩვენებინა ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა და ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ მიაღწია“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას თბილისი 13-15 მაისს უმასპინძლებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)