|
2017-11-11 17:16:56, 2587 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: პუტინისთვის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდება შეურაცხმყოფელია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ ბრალდება რუსეთის პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელია. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის პუტინის სიტყვას ენდობა და სჯერა, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა. „მე მას ვკითხე და მითხრა, რომ არ ჩარეულან. ყოველთვის, როდესაც მე მხედავს, მეუბნება: მე ეს არ გამიკეთებია. მე მართლა მჯერა, რომ ეს ასეა. მგონი, ეს მას ძალიან შეურაცხყოფს, რაც ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი დემოკრატებმა წამოიწყეს“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მსგავსი ტიპის ბრალდებები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ვნებს. ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრის დროს უფრო მნიშვნელოვანია სირიის და უკრაინის საკითხების განხილვა, ვიდრე მასთან კამათი. ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში შეხვდა. პრეზიდენტების დატვირთული განრიგის გამო, პირისპირ შეხვედრა არ გამართულა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)