|
2017-11-11 12:27:44, 1059 ნახვა
რეგიონი
ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა
ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 12 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში მიმღები, ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები მოქმედებს. ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მრავალპროფილიანი კლინიკა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ის ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ახალგახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში 60 პირი დასაქმდა. ლენტეხის კლინიკის ფართში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალიც განთავსდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი. სამედიცინო დაწესებულება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბოლქვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გახსნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)