|
2017-11-10 16:10:28, 2028 ნახვა
კომენტარი
კალაძე: დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა - განხორციელებული პროექტები შთამბეჭდავია
თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. ამასთან, ახლადარჩეულმა მერმა ნარმანიას დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „ვიხილეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014 წლიდან განხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. დღეს უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ არსებობს საძირკევი, რომელიც ამ ადამიანმა თბილისის მერიაში შექმნა, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დასახელდა, თბილისელების ჩართულობითა და აქტიურობით განხორციელდება. „მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისელებეს აწუხებთ. ასევე, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მიდგომებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა. კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)