|
2017-11-09 20:56:05, 2395 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს
თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც ახლადარჩეულმა მერმა აღნიშნა, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა „სითი პარკი“. „ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანა არის გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?! ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, კახა კალაძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 12 ნოემბერს შეუდგება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)