|
2015-05-05 14:21:23, 798 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
სასტუმრო „რადისონში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, GIZ-ს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პატრიკ ფოშერმა მიმართეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინტეგრირებული ურბანული განვითარება ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. „ის უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე იმ მოთხოვნებსაც, რომელიც დღის წესრიგში სამომავლოდ დადგება. ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებულია საქართველოს სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსი, რომელიც უშუალოდ მშენებლობის ხარისხის ამაღლების გარდა, ხელს შეუწყობს ამ სფეროში ინვესტიციების უსაფრთხო, სტაბილურ და კომფორტულ გარემოში განხორციელებას. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემაზე, რომლის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიების გაერთიანება, ანალიზი და ერთიან კონტექსტში განხილვა. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების პროექტზე და ამ მიმართულებით ინტერესთა გამოხატვის პირველი ფაზა დასრულებულია. ქვეყანას ექნება სივრცითი ფიზიკური განვითარების გეგმა, რომელშიც იქნება ინტეგრირებული ყველა ქალაქის ურბანული განვითარების დინამიკა და ის ერთიან კონტექსში იქნება მოყვანილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)