11:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 15:50:50, 1260 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.

 უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება.

მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში  TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია დაესწრება.   

აღსანისნავია, რომ ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics