00:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 14:43:45, 2320 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას ადვოკატის  ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ამის შესახებ საქართველოში ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა უკრაინელ კოლეგაზე დაყრდნობით „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ქარდავა პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ის ნაცემია.

„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ პროცესზე მეგის ქარდავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა მისი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics