12:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 17:26:26, 2028 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონში სანერგეები დაათვალიერეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში შეძლებს ჩართვას, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.

კვალიფიციურობის დადგენის პროცესში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობამ სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი, რის საფუძველზეც სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ. 

ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსი, ნიადაგი)  და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, გაიცემა სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნერიო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.

 

(NS)  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics