|
2017-11-04 10:55:34, 2337 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე კიდევ 700-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კიდევ 700-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც 1963 წელს ქვეყნის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს ეხება, - ამის შესახებ AP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გასაჯაროებული დოკუმენტების დიდი ნაწილი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, პენტაგონის, იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის კონგრესის არქივებიდანაა. მათ შორის არის მასალა, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდის მექსიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოსთან კავშირზე მიუთითებს. მედიის ცნობით, ეს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების რიგით მესამე გასაჯაროებაა. შეგხსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა არქივმა, ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული 3 ათასამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი გაასაჯაროვა. ამასთან, როგორც ერთ-ერთ დოკუმენტშია ნათქვამი, პრეზიდენტ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი, მკვლელობამდე 2 თვით ადრე მეხიკოში საბჭოთა კავშირის დიპლომატს, ვალერი კოსტიკოვს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დიპლომატი КГБ-ს თანამშრომელი იყო. დაზვერვაში განმარტავენ, რომ იმ დროს მეხიკოში საბჭოთა საელჩოების ტელეფონები მათ მიერ ისმინებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)