|
2017-11-03 17:11:49, 1853 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია
განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას. როგორც მან აღნიშნა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად დაიწყო. პირველადი ზრდა განხორციელდა 2015 წლის სექტემბრიდან, მეორე ეტაპი განხორციელდა 2016 წლის აპრილიდან, 2017 წლის იანვრიდან კი განხორციელდა მასწავლებელთა ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი. „შესაბამისად, სრული დატვირთვის შემთხვევაში, მენტორის ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს - ზრდაა 300 ლარით, წამყვანი მასწავლებლის ანაზღაურება 500 ლარია, ხოლო უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება არის 320 ლარი. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული სქემით განსაზღვრული მასწავლებლის დანამატების ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 37.5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18.1 მლნ ლარით. შესაბამისად, როგორც კი პედაგოგებს აქვთ სრული დატვირთვა, ისინი იღებენ აღნიშნულ დანამატს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)