|
2017-11-02 16:49:09, 2496 ნახვა
მსოფლიო
Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა
გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს, - შესაბამისი ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზეა განთავსებული. გამოცემის რეიტინგის თანახმად, მეორე ადგილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. მესამე ადგილზე მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მილინდა გეიტში გავიდა. ამასთან, მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიც მოხვდა. მან მე-17 ადგილი დაიკავა. სიაში ასევე არიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი (მე-19 ადგილი), ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი (21-ე ადგილი), დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე (26-ე ადგილი), გაერო-ში ამერიკის ელჩი ნიკი ჰეილი (43-ე ადგილი), ამერიკელი მომღერალი ბიონსე (50-ე ადგილი), ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე (68-ე ადგილი), მომღერალი ტეილორ სვიფტი (85-ე ადგილი), ჰარი პოტერის წიგნების ავტორი ჯოან როულინგი (88-ე ადგილი), ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი (78-ე ადგილი). აღსანიშნავია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონის პოზიცია. 20016 წელს კლინტონი სიაში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო წელს 65-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები - სრული სია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)