|
2015-05-04 16:22:53, 6095 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეაში დღეს კიმ ბადავის ფოტოგამოფენა გაიმართება
4 მაისს 18:00 საათზე, თიბისი გალერეა ცნობილი ფოტოხელოვანის კიმ ბადავის გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხულის ამბოხი 11“ საერთაშორისო კონკურს „ქოლგა თბილისი ფოტო 201“-ის ფარგლებში იმართება. კიმ ბადავი დაიბადა 1980 წელს, პარიზში. ფოტო კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ნიუ ორლეანში, ქარიშხალ კატრინას შედეგად დაზარალებულ პირთა მძიმე მდგომარეობის ფირზე აღბეჭდვა დაიწყო. 2007 წელს არაბული მედიის და საზოგადოების ჯილდო მოიპოვა, როგორც წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა. დღევანდელ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2011 წელს ეგვიპტის დედაქალაში გამართული მასობრივი საპრორესტო აქციების, დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმის დასამხობად გაერთიანებული ეგვიპტელების ბრძოლის დოკუმენტური ასახვა. პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ წელს უკვე მეთოთხმეტედ იმართება. ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. თიბისი ბანკი უკვე თორმეტი წელია თანამშრომლობს და სპონსორობას უწევს ფოტოკონკურსს კიმ ბადავის ფოტოგამოფენა თიბისი გალერეაში 11 მაისამდე გასტანს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)