|
2017-11-01 17:48:07, 2117 ნახვა
კომენტარი
თამარ ჟვანია: საუბნო-საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად ნაბიჯებია გადასადგმელი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომაზე, სადაც თბილისში არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს, კამათი იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა. კერძოდ, ისინი მიუთითებენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების მიერ, ამომრჩეველთა სიიდან საარჩევნო ნომრების ამოწერასა და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ასევე, ოპოზიციამ ისაუბრა სხვადასხვა სახის დარღვევებზე, რომელიც, მათი თქმით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა: „მასობრივი ხასიათი ჰქონდა დარღვევებსა და უკანონობას, რომლებმაც მოახდინა ფუნდამენტური გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგზე. უპრეცედენტო მასშტაბი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის ორგანიზებულ გამოყენებას, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას და ამომრჩევლის ნების კონტროლს, კარუსელებს, ეს იყო არჩევნები, რომელიც თავიდან ბოლომდე მასკარადული ფორმით დაიდგა და არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“,-განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც ცესკოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით კი, საკითხები, რომელიც უკავშირდება პროცედურულ ხარვეზებს, გადაცდომებს, შეცდომებს, არ გამომდინარეობს მხოლოდ კონკრეტული კომისიის წევრის კომპეტენციიდან. „ეს ძალიან დიდწილად უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს, საარჩევნო კანონმდებლობას, იმ მოთხოვნებს და იმ რეჟიმს, რომელშიც ისინი მუშაობენ, მომავალი ნაბიჯები გაუმჯობესებისკენ უნდა გადავდგათ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიების ეფექტურობა უფრო გაიზარდოს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)