|
2017-11-01 16:01:06, 1839 ნახვა
კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და არა მისი შემქმნელი
„მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და არა მისი შემქმნელი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას. "ერთი წლის წინ იყო მცდელობა, რომ ქორწინების შესახებ კანონში, შესატანი ცვლილების თაობაზე, რეფერენდუმი ჩატარებულიყო. კონსტიტუციის თანახმად მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, გვსურს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება. მაშინ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ რეფერენდუმს არ ჩავატარებთ და ეს საკითხი მთავარ პოლიტიკურ თემად არ უნდა განვიხილოთ. მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და არა მისი შემქმნელი", - განაცხადა მარგველაშვილმა. მანვე დასძინა, რომ პარლამენტმა კონსტიტუციაზე დადებული ვეტოც დაძლია. "რამდენიმე კვირის წინ კონსტიტუციას ვეტო დავადე, მაგრამ ის დაძლიეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)