|
2015-05-04 15:30:00, 1548 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახური გალუსტ სააკიანის და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრას ადასტურებს
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე გალუსტ სააკიანი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ნამდვილად შეხვდნენ. ამის შესახებ ეროვნული კრების პრესსამსახურის უფროსმა არსენ ბაბაიანმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა. „სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა. არანაირი ოფიციალური საკითხი არ განხილულა. ორი პირის კერძო შეხვედრა პოლიტიკურ პოზიციებზე ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა ბაბაიანმა. ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს შეხვდა. შეხვედრა მთიან ყარაბაღში შედგა. ოსური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სააკიანმა და ბიბილოვმა სომხეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს. ბიბილოვის თქმით, ოსი ხალხი, რომელიც საქართველოს მხრიდან გენოციდის მსხვერპლი გახდა, სომეხი ხალხის ტკივილს იზიარებს. ბიბილოვმა და სააკიანმა შრომითი კონტაქტების გაღრმავებასა და „სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის“ განვითარებაზე მოილაპარაკეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)