|
2017-11-01 13:31:57, 2432 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელებს რუსებთან ერთად ნავთობის მოპოვება აუკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს რუსებთან ერთად იმ პროექტებში მონაწილეობა აუკრძალა, რაც ნავთობის მოპოვებას უკავშირდება, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უწყების განკარგულებაზე დაყრდნობით იუწყება. შესაბამისი აკრძალვა შეეხება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც უკვე შესულია, ან შეიძლება შევიდეს აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების სიაში. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება იმ პროექტებს, რომლებიც მომავალი წლის 29 იანვრიდან დაიწყება. ამასთან, განკარგულებაში მითითებულია აკრძალული თანამშრომლობის ფორმები. ესენია: ექსპორტირება, საქონლის რეექსპორტირება, გეოლოგიურ კვლევებში მომსახურება და ტექნოლოგიების გამოყენებაც. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში შექმნილი კონფლიქტის გამო მიიღეს. ცნობისთვის, ამერიკამ სანქციები ირანის წინააღმდეგაც გააფართოვა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თეირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის არსებობას უკავშირდება. განკარგულება 2017 წლის 31 ოქტომბრით არის დათარიღებული.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)