|
2017-11-01 11:34:14, 3753 ნახვა
კულტურა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება, რომელიც საქართველოში წელს უკვე მეცხრედ გაიმართება. 4 დღის განმავლობაში, თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ესტუმრებიან და ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან. ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი გაიმართება ჯ. კახიძის სახელობის მუკისის და კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზსა და „ფაბრიკაში". ქართველი მსმენელისთვის რეპერტუარის გაცნობასთან ერთად, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები ყოველდღიურ მასტერკლასებსა და გაკვეთილებს ჩაატარებენ კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის. ფესტივალი 1 ნოემბერს დაიწყება და 4 ნოემბერს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია დარბაზების სალაროებში, ასევე ვებგვერდებზე - www.biletebi.ge; www.tkt.ge. („ფაბრიკაში" კონცერტზე დასწრება თავისუფალია). ფესტივალის პროგრამის, ასევე მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე - Tbilisi wind fest
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)