|
2017-10-31 13:39:29, 2359 ნახვა
მსოფლიო
Google-მა, Facebook-მა და Twitter-მა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალი დააფიქსირეს
Google-მა, Facebook-მა და Twitter-მა 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის "მასშტაბები" გაასაჯაროვეს, - ამის შესახებ WashingtonPost იუწყება. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ინტერნეტში ყალბი ექაუნთებიდან მილიონობით პოსტი ვრცელდებოდა, რომლებსაც "ინტერნეტ კვლევების სააგენტო" კურირებდა. მაგალითად, Facebook-ის მასალების თანახმად, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული პოსტები, 126 მილიონამდე ამერიკელმა ნახა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 40%-მა. კომპანია Google იტყობინება, რომ 17 არხი რუსეთმა, სავარაუდოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის გამოიყენა. კერძოდ, საუბარია 1108 ვიდეორგოლზე, რომელსაც 309 000 მნახველი ჰყავდა. რაც შეეხება მიკრობლოგ Twitter-ს, მასზე 2752 ანგარიში არჩევნებში ჩარევას უკავშირდება. კომპანიის მონაცემებით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშებიდან შეტყობინებების მიღება გაიზარდა. კერძოდ კი, ექაუნთებიდან რუსეთთან დაკავშირებით 1,4 მილიონი შეტყობინება გავრცელდა. ცნობისთვის, 28 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)