11:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 16:19:26, 1019 ნახვა

სამხედრო
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გმირთა მოედანზე ფინეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში იუსი ნიინისტო წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მონახულებს და სამხედროებისთვის ლექციას თემზე „ტოტალური თავდაცვა და ომის წარმოება“ წაიკითხავს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics