|
2017-10-30 14:38:11, 2198 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი მმართველობის ერთი წლის თავზე საგრძნობლად დაეცა, - ამის შესახებ NBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კვლევა ტელეკომპანია NBC-ის და Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა. როგორც მედია წერს, ასეთი დაბალი რეიტინგი ტრამპს ჯერ არ ჰქონია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ტრამპის მმართველობით მოსახლეობა მანამდეც იყო უკმაყოფილო. კვლევის თანახმად, ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 58% რესპუბლიკელი პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილოა. ამასთან, ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 38% ენდობა. გარდა ამისა, მედია საშუალებებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს, რომელიც უშუალოდ ტრამპის პიროვნებას ეხება. რეიტინგის მიხედვით, გამოკითხულთა 54% ტრამპი პიროვნულად არ მოსწონს, ხოლო 36% მას დადებითად აფასებს. ცნობისთვის, ამავე მედია საშუალებებმა კვლევები ჩაატარეს ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას და ბილ კლინტონის მმართველობის დროს. ბუშის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის პირველ წელს 88% იყო, ბარაკ ობამასი 51%, ხოლო კლინტონის 47%. კვლევა 23-26 ოქტომბერს ჩატარდა და ამერიკის 900 მოქალაქე გამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის რეიტინგი 45%-მდე ივლისი-აგვისტოს პერიოდში გაიზარდა, როდესაც ქვეყანა სტიქიას ებრძოდა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)