|
2017-10-30 13:48:03, 1816 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ლარის სისუსტე დაბალი ეკონომიკური ზრდის შედეგია
“ლარის კიდევ უფრო დასუსტება იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაშიც ქვეყანაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის შეფასებით, ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში კრიზისის დაძლევა ვერ მოხდება. „იმავდროულად, 2017 წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 283.2 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 6.2% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 14,7%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა სხვა პროდუქციას. ივლისში გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში დამატებითი ფაქტორი გახდა ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირებისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც. სამწუხაროდ, 2018 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტის პროექტი ზუსტი ასლია წინა წლების ბიუჯეტების. ქვეყანა ლარის სისუსტემდე, ფასების ზრდამდე და საყოველთაო გაჭირვებმადე კი სწორედ იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ბიუჯეტებში ჩანს,”-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)