|
2017-10-30 11:30:52, 1929 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას დადებითად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა აღნიშნული პროექტი, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე დასძინა, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა ამ წინსვლაში მაქსიმალურად იყოს ჩართული. „ეს პროექტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას. ეს არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. საქართველოს აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის წარმატებით შესრულებაში. ეს არის დიდი წარმატება, რომელიც ეკონომიკურ წინსვლაზე, განვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობაზე და სტაბილურობაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანში დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)